პროექტის მოკლე აღწერა:სკოლაში სწავლობენ სპეციალური განათლების საჭიროების მქონე მოსწავლეები. მათ შორის არიან უნარშეზღუდულები.კლასებში შექმნილია ჯგუფები(თითოეული კლასიდან ორ ორიმოსწ.),რომელთა დახმარებითაც ინკლუზიური ბავშვები ადვილად ახდენენ ინტეგრაციას თანაკლასელებთან,უადვილდებათ ურთიერთობა უფროსებთან და საზოგადოებასთან.
პროექტის სრული აღწერა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების
საჭიროების მოსწავლეები თანაკლასელების დახმარებით გაკვეთილბზე უფრო აქტიურები არიან . მათი მეშვეობით ადვილად ახერხებენ კითხვის დროს თვალი გააყოლონ წასაკითხ მასალას, რაც ეხმარება მათ მინიმუმი მაინც აითვისონ, ისე რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეუშალონ . არასაგაკვეთილო დროს თანაკლასელებისგან შემდგარი ჯგუფი(კლასიდან ორ–ორი მოსწ)ეხმარება მათ მარტივი ტიპის დავალებების შესრულებაში: დაახარისხონ საგნები ფერისა ან სახეობების მიხედვით, მათთან ერთად ითამაშონ საგანმანათლებლო თამაშებ, მათი უნარისა და შესაძლებლობის შესაბამისად.ამ ჯგუფის წევრთა დახმარებით ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე მოსწავლეები შეძლებენ: ნახატების, მარტივი ნაკეთობების (სათამაშო თუ საოჯახო ), სხვადასხვა რესურსების გამოფენისმოწყობას.,მონაწილეობის მიღებას მუშაობის ამსახველ ვიდეო თუ ფოტო მასალის შექმნაში, რასაც ჯგუფის წევრები განათავსებენ ბლოგზე,მასწავლებლის დახმარებით.ინტერნეტში მოიძიებენ მასალებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის საკითხებზე,რასაც გამოიყენებენ თანაკლასელებთან და საერთოდ მსგავსი შესაძლებლის მქონე ადამიანებთან ურთიერთობისას. მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 9 – 15 წელი . IV, VI,VIII,IX.
ვადები/ხანგრძლივობა: 20.08–10.09 / 2010–2011 სასწავლო წლის მანძილზე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ა)ინკლუზიურ ბავშვებთან მომუშავე–პროექტის ავტორთა ჯგუფის შექმნა(კლასების მიხედვით).
ბ) სამუშაო გეგმის შემუშავება(საგნების მიხედვით)
გ) კლასგარეშე მუშაობის დაგეგმვა,ინტერნეტში მასალების მოძიება.
დ) გამოფენის მოწყობა,ფოტო და ვიდეო გადაღებები, ინფორმაციის განთავსება ბლოგზე.

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეებს თანაკლასელებთან ინტეგრაციაში,გამოუმუშავებს მარტივი ტიპის საყოფაცხოვრებო ხასიათის ამოცანების გადაწყვეტის უნარ–ჩვევებს.მათთვის თანაკლასელების დახმარებით შეიქმნება მარტივი ტიპის სათამაშო პროგრამები .შეძლებენ სათამაშო პროგრამებით კომპიუტერზე თამაშს. შეიქმნება ბლოგი მათან ჩატარებული მუშაოის აღრიცხვისათვის.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინკლუზიურ ბავშვებთან მუშაობა კლასების და საგნების მიხედვითაა დაგეგმილი .გეგმა ეროვნული სასწავლო გეგმის ინკლუზიური განათლების მოთხოვნათა შესაბამისია.კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობაც ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისია..
მონაწილეები სხვა სკოლიდან: ინკლუზიურ ბავშვებთან მომუშავე ჯგუფი თანამშრომლობს "მთავარ–ანგელოზ მიქაელის სამკურნალო–პედაგოგიური" სკოლის თანატოლებთან და თანამშრომლებთან.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ალექსანდრა ჭიპაშვილი.
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:aleqsandra.chipashvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий